მანუჩარ მარკოიშვილის აწ უკვე ყოფილი თანაგუნდელი 29 წლის სონი ვიმსი მომავალი სეზონიდან “ფინიქს სანსში” იასპარეზებს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ვიმსმა “ფინიქსთან” 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რაშიც კალათბურთელი 5.8 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ვიმსს “დენვერში”, “ტორონტოში”, “ჟალგირისში” და ცსკა-ში უთამაშია. ნბა-ში თამაშის პერიოდში სონი საშუალოდ ერთ მატჩში 7.7 ქულას, 2.5 მოხსნას და 1.5 პასს აკეთებდა.