ფეხბურთი

21:10 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანელმა ქომაგმა საქართველოს შეურაცხმყოფელი ბანერები გამოფინეს

“გაბალასა” და “დინამო თბილისის” საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა. აზერბაიჯანელი ფეხბურთელები სრულ უპირატესობას ფლობენ, ქართველი მოთამაშეები კი იშვიათად ახერხებდნენ მეტოქის ნახევარზე გადასვლას.

მატჩის მსველელობისას ადგილობრივმა გულშემატკივრებმა აზერბაიჯანის რუკა გამოფინეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ ზაქათალა, კახი და მარნეული აზერბაიჯანის ტერიტორიას წარმოადგენენ. სამართალდამცავთა ჩარევის შემდეგ გულშემატკივრებს ბანერი მალევე ჩამოახსნევინეს, თუმცა შემდგომ კვლავ გამოფინეს მსგავსი ბანერი.

სამწუხაროდ სამართალდამცავებმა დაგვიანებული რეაქცია გამოვლინეს, რაც უეფას წესებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული ბანერი დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში იყო გამოფენილი.

დიმა შარიქაძე, სპეციალურად worldsport.ge-სთვის გაბალადან

0.117924