ფეხბურთი

20:42 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტერლინგმა ვარჯიში გააცდინა

როგორც ჩანს, რაჰიმ სტერლინგს მყარად აქვს გადაწყვეტილი “ლივერპულის” დატოვება და მიზნის მისაღწევად მცირედ ეშმაკობებს მიმართა.

შკყ-ს ცნობით, 20 წლის ნახევარმცველი აგერ უკვე ორი დღეა ვარჯიშებზე არ ცხადდება. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის კლუბის ბაზაზე იმყოფებოდა და ბრენდან როჯერსთან მოლაპარაკებები აწარმოა.

იამაიკაში დაბადებულმა ფეხბურთელმა, რომელსაც ინგლისური პასპორტი აქვს, გუშინდელი ვარჯიშის გაცდენა ავადმყოფობით ახსნა. “ლივერპულმა” მასთან ექიმები გაგზავნა და თუ აღმოჩნდა, რომ სტერლინგი ცრუობდა, რათა ის “მანჩესტერ სიტის” მიყიდონ, დისციპლინარული სასჯელი არ ასცდება.

მეორე დღეს ის ბაზაზე გამოცხადდა და როჯერსთან ნახევარსაათიანი საუბარი ჰქონდა. მწვრთნელმა მისი გუნდში დატოვების სურვილი გამოთქვა და ახალი კონტრაქტის გაფორმება შესთავაზა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გაზრდილი ანაზღაურებით. ფეხბურთელის პასუხი ყოფილა, რომ მისი გუნდიდან წასვლის მიზეზი ფინანსური მხარე არაა. მას უბრალოდ არ სურს როჯერსის ხელმძღვანელობით თამაში.

0.118083