ფეხბურთი

20:25 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან ბასტენი ჰოლანდიის ნაკრებში დაბრუნდა

ლეგენდარული მარკო ვან ბასტენი ჰოლანდიის ნაკრებს დაუბრუნდა. "მფრინავი ჰოლანდიელი" ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის დენი ბლინდის თანაშემწედ იმუშავებს. 50 წლის სპეციალისტის კონტრაქტი ძალაში მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან შევა და იგი "ორანჯეს" თავკაცის ასისტენტად 2018 წლის 31 ივლისამდე იმუშავებს. ვან ბასტენს გასულ სეზონში იგივე თანამდებობა "ალკმაარში" ეკავა.

2004-2008 წლებში კი იგი ჰოლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ და გუნდი 2006 წლის მუნდიალზე მერვედფინალში, ხოლო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გაიყვანა. ფეხბურთელობისას მას ნარინჯისფერი მაისურით 58 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი.

0.11159