ფეხბურთი

19:01 | 11.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “დი მარია ბურთს ხშირად კარგავდა”

მადრიდის “რეალის” იტალიელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ესპანურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ანხელ დი მარიას გამო გუნდის შეტევა ხშირად იშლებოდა.

“დი მარიას შეეძლო თავის თავზე აეღო თამაში და მარტოს მოეგო შეხვედრა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრ ბურთს კარგავდა და ამის გამო გუნდის მნიშვნელოვანი იერიში იფუშებოდა.

მისი და ხამეს როდრიგესის შედარება არ შეიძლება, ისინი განსხვავებული მოთამაშეები არიან”, - განაცხადა ანჩელოტიმ.

წლევანდელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “რეალმა” ანხელ დი მარია “მანჩესტერში” 75 მილიონ ევროდ გაყიდა.

0.112417