ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი თანამდებობაზე იმ შემთხვევაშიც არ დარჩება თუ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესი ამას სთხოვს.
“ფიფას პრეზიდენტის პოსტზე არ დავრჩები. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა. იმ შემთხვევაშიც წავალ თუ კონგრესი დარჩენას მთხოვს” – განაცხადა ბლატერმა შვეიცარიულ გამოცემა Weltwoche-სთან ინტერვიუში.
მიმდინარე წლის 29 მაისს ბლატერი ფიფას პრეზიდენტად მეხუთედ აირჩიეს, მაგრამ ოთხი დღის შემდეგ გადადგა.
ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ახალი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი გაირკვევა, 20 ივლისს ჩატარდება.