ფეხბურთი

12:45 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიის ჩემპიონობა და ზიდანის ბოლო მატჩი (VIDEO)
იტალია-საფრანგეთი 1:1 პენ 5:3 (2006 წლის 9 ივლისი. მუნდიალის ფინალი)

2006 წლის 9 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა იტალიის და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მატჩის 109-ე წუთზე ზინედინ ზიდანსა და მარკო მატერაცის შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ ფრანგი მოედნიდან გააძევეს. იტალიელებმა პენალტების სერიაში 5:3 იმარჯვეს და ისტორიაში მეოთხედ (1934, 1938, 1982, 2006) მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელის კარიერაში ეს ბოლო მატჩი იყო.

0.115647