ფეხბურთი

10:23 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ვიდეოინსტრუქცია

სუპერთასზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 12 ივლისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება "მიხეილ მესხის" სტადიონის ახლადაშენებულ სალაროში.
ერთ ადამიანზე გაიყიდება 4 ბილეთი. ფასი: 18, 35 და 75 ლარი. სულ გაყიდვაში იქნება 22 ათასი ბილეთი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბილეთების გაყიდვის ინსტრუქცია გამოაქვეყნა:

2015 წლის 12 ივლისი

დილის 09:00 საათიდან, უეფას სუპერთასის ბილეთების შეძენის მსურველთა ცოცხალი რიგი დაიწყება ვაკის პარკიდან.

ვაკის პარკის ტერიტორიაზე განლაგებული იქნება ბიო-ტუალეტები, სასმელი წყლის პუნქტები და მობილიზებული იქნება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

გულშემატკივართა უსაფრთხოებასა და წესრიგს დაიცავენ შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სტიუარდები.

09:00 საათიდან, ვაკის პარკში ცოცხალ რიგში მყოფი პირველი 50 ადამიანი დაიძვრება მიხეილ მესხის სტადიონის სალაროსკენ.

ყოველი შემდგომი ნაკადი, ასევე იქნება რიგითობის მიხედვით 50-50 ადამიანი.

სტადიონის სალაროსთან მიახლოებისას, ე.წ. „ტურნიკეტებთან“, სტიუარდებს უნდა წარუდგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამის შემდეგ, პირველი 12 ადამიანი მივა სალაროსთან და ინდივიდუალურ ფანჯრებში შეიძენს ბილეთს.

გახსოვდეთ, რომ სალაროში უნდა წარადგინოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ბილეთების შეძენა მოხდება ნაღდი ანგარიშსწორებით. ერთ ადამიანს შეუძლია მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა.

როცა თქვენ უკვე შეიძენთ ბილეთს, ტერიტორიას დატოვებთ მიხეილ მესხის სტადიონის ცენტრალური შემოსასვლელი ტურნიკეტების გავლით.

გისურვებთ წარმატებებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

0.93072