კალათბურთი

0:11 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ევროლიგა წარსულს ჩაბარდება?

საკალათბურთო ევროლიგა ჩაშლის პირასაა. ფიბა-ევროპას და ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირის ხელმძღვანელობას შორის ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კვლავ გაურკვევლობაა. ამდენად, დიდი შანსია, ქომაგი ახალი ტურნირის დაბადების მომსწრე გახდეს.

შეგახსენებთ, რომ 2000 წლამდე ფიბა-ევროპა ჩემპიონთა თასს ატარებდა, სიტუაცია კი საუკუნის დასაწყისში აირია. ევროპის წამყვანი კლუბები ახალ ტურნირის დაარსების ინიციატივით გამოვიდნენ, შედეგად კი, 2000-01 წლების სეზონში სტარტი ორმა შეჯიბრმა აიღო: ფიბა-ს სუპერლიგამ და ულებ-ის ევროლიგამ.

2008-09 წლებიდან მხარეებმა მოლაპარაკება შესძლეს და ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირს ევროლიგა ეწოდა, ულებ-ის თასი ევროთასად გარდაიქმნა, მესამე დონის შეჯიბრს კი ევროჩელენჯი დაერქვა.

ახლა, ეს აწყობილი სქემა ისევ ირღვევა. ფიბა-ს სადავეების ხელში დაბრუნება განუზრახავს და ევროლიგის A ლიცენზიის მქონე კლუბებს ახალი ტურნირის ორგანიზების შესახებ უკვე აცნობა.

იდეის თანახმად, შეჯიბრში მონაწილეობას 16 კლუბი მიიღებს. სათამაშოდ პირდაპირ დაიშვებიან რეალი, ბრასელონა, ოლიმპიაკოსი, პანათინაიკოსი, ანადოლუ ეფესი, ფენერბაჰჩე, ცსკა და თელ-ავივის მაკაბი. ტურნირში მოხვდებიან საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ლიტვის ჩემპიონებიც, დანარჩენი 4 კლუბის ვინაობა კი საკვალიფიკაციო ეტაპზე გაირკვევა.

კლუბები რეგულარულ ჩემპიონატში 30-30 მატჩს ჩაატარებენ, შემდეგ კი იქნება მეოთხედფინალები და “ოთხთა ფინალი”. ფიბა-ევროპაში ფიქრობენ, რომ ამით ევროოული გრანდები გაცილებით მეტ ხეირს მიიღებენ, თუმცა, თავად კლუბები გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. მათ უკვე გაავრცელეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ფიბა-ს ხელმძღვაბელობასთან სასაუბროდ მხოლოდ ნოემბერში იქნებიან მზად.

თეგებიევროლიგა
0.123127