ფეხბურთი

22:08 | 8.07.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ლანჩხუთის სტადიონზე ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდება

ლანჩხუთის "ევგრაფი შევარდნაძის" სტადიონზე 2 ათასზე მეტ ინდივიდუალურ სკამს დაამონტაჟებენ. როგორც ცნობილია, "დინამო არენამ" ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონს 2061 სკამი სიმბოლურ ფასად (ერთი სკამი, ერთ ლარად) გადასცა.

როგორც "გურიას" ფეისბუქის გვერდი იტყობინება, დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და კლუბის პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროს პაატა ურუშაძესთან ერთად მოინახულა სტადიონი და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

აღმოსავლეთ ტრიბუნაზე უკვე დამონტაჟებულია 3 000 ინდივიდუალური სკამი, ხოლო "დინამო არენის" მიერ გადმოცემული სკამების დემონტაჟი უახლოეს დღეებში დაიწყება, რის შემდგომაც "ევ. შევარდნაძეზე" 5 ათასზე ოდნავ მეტი ინდივიდუალური სკამი იქნება დამონტაჟებული.

"გურიას" ფინანსურმა დირექტორმა თენგიზ კიკვაძემ ლანჩხუთური გუნდის გვერდს განუცხადა, რომ უახლოეს დღებში "დინამო არენა" საჩუქრად გადასცემს 60 სავარძელს, რომელიც ლოჟაში დამონტაჟდება.

თეგები\"გურია\"

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.0665