ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები 9 ივლისს გაიმართება. “დინამო თბილისი” აზერბაიჯანის პრემიერლიგის მესამე ადგილოსან “გაბალას” დაუპირისპირდება.
ინტერნეტში არსებული მონაცემების მიხედვით აზერბაიჯანული კლუბის სტადიონი 1985 წელს აშენდა და 8 00 მაყურებელს იტევს.
მატჩის მთავარი არბიტრი საფრანგეთის ლიგა 1-ის მაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი - 38 წლის ფრანგი ამორი დელერიუ იქნება. მას ასისტენტობას ლორან სტიენი და მიშელ ანომიე გაუწევენ. მეოთხე მსაჯია სებასტიენ მორეირა, უეფას დელეგატი კი რუსეთის წარმომადგენელი ლეონიდ კალოშინია. ინგლისელი პიტერ ჯოუნსი მსაჯთა დამკვირვებლის ფუნქციებს შეასრულებს.
41 წლის ლორან სტეინს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთი მატჩი უმსაჯია. 2011 წლის 29 მარტს ისრაელის ეროვნულმა ნაკრებმა თემურ ქეცბაიას გუნდი 1:0 დაამარცხა, სტიენი კი გვერდითი მსაჯის ფუნქციებს ასრულებდა.
თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული პირველი მატჩის პირველი ტაიმი გოლების გარეშე დასრულდა, 51-ე წუთზე კი მსაჯმა მოედნიდან გიორგი გველესიანი გააძევა. 10 კაცით დარჩენილმა “დინამომ” მეტოქის კარში 2 გოლი გაიტანა, საკუთარ კარში კი ერთი მიიღო.
ქართული საკლუბო თუ სანაკრებო ფეხბურთის ისტორიაში ძნელად გასახსენებელია მატჩი, რომელიც ათი კაცით დავასრულეთ და მოვიგეთ. ის ფაქტი, რომ “დინამომ” გოლები გველესიანის გაძევების შემდეგ გაიტანა თბილისელთა კარგ ფსიქოლოგიურ მომზადებაზე მიუთითებს.
გია გეგუჩაძე ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით ბრძოლისუნარიან გუნდს აყალიბებს. სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელებით შეძლო გია გეგუჩაძემ დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შედეგის ჩვენება. 2004 წელს ქართული ფეხბურთის ფლაგმანისთვის გიორგი ნემსაძე თამაშობდა, დღეს კი მის როლს ალექსანდრე იაშვილი ასრულებს. ასე რომ გია გეგუჩაძის ზოგადი სტრატეგია იგივე რჩება. მისი ხედვით წარმატება ევროტურნირზე ახალგაზრდა ფეხბურთელებისა და მინიმუმ ერთი გამოცდილი მოთამაშის ნაზავით შესაძლებელია.
პირველი მატჩის წინ დინამოელთა დანაკლისს ოთარ კაკაბაძე და დავით ვოლკოვი შეადგენდნენ. “გაბალასთან” მატჩის მიმდინრეობისას მცირე დაზიანება მიიღო მათე ცინცაძემ, ხოლო როგორც მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძემ აღნიშნა ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრავმის გამო შეცვალა და მისი დაზიანება უფრო სერიოზული ჩანდა. ამ ეტაპზე უცნობია დინამოელთა ზუსტი დანაკლისი.
რომან გრიგორჩუკისა და გია გეგუჩაძის პირველი დაპირისპირების შემდეგ საინტერესო მატჩის მოლოდინია. წარმატებული უკრაინელი მწვრთნელის გუნდში გამოცდილი ფეხბურთელები თამაშობენ, თბილისელთა მხარეს კი ახალგაზრდული მოტივაციაა.
“გაბალას” ჰყავს გამოცდილი ფეხბურთელები და წარმატებული მთავარი მწვრთნელი. 20013 წელს რომან გრიგორჩუკიმ ოდესის “ჩერნომორეცი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ტურნირში გაიყვანა, ზღვისპირელებისთვის ჯგუფური ეტაპიც დაძლევადი აღმოჩნდა, 1/16 ფინალში კი “ლიონთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ.
თანამედროვე ფეხბურთში წარმატებული კლუბის ჩამოყალიბება გრძელვადიანი პროცესია. განვითარების პროცესს კი ყოველთვის ახლავს ჩავარდნა. ამიტომაც ნებისმიერ შემთხვევაში გია გეგუჩაძის საქმიანობას ხელი არ უნდა შეეშალოს. წარმატებას სჭირდება დრო, შრომა და მოთმინება.
ქართული კლუბი გაბალაში დღეს ჩაფრინდა. მატჩის წინა პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ გია გეგუჩაძის ფეხბურთელები “გაბალას” სტადიონზე ივარჯიშებენ.
შეგახსენებთ “გაბალასა” და “დინამოს” მატჩი 9 ივლისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ქართველი ფეხბურთელებიდან “გაბალასთვის” შემდეგ ფეხბურთელებს უთამაშიათ:
გიორგი კრასოვსკი (2006-07), ზურაბ მამალაძე (2007-08), თორნიკე აფციაური (2007-09), გოგა ბერაია (2008-11), რევაზ გეწაძე (2009-10)
გია გეგუჩაძის მთავარი მწვრთნელობის პერიოდში “დინამო თბილსის” ევრომატჩები:
2004-05 წლების სეზონი:
უეფას თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
ბატე (ბორისოვი) – დინამო (თბილისი) 2:3
დინამო (თბილისი) – ბატე (ბორისოვი) 1:0
უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი
სლავია (პრაღა) – დინამო (თბილისი) 3:1
დინამო (თბილისი) – სლავია (პრაღა) 2:0
უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი
ვისლა (კრაკოვი) – დინამო (თბილისი) 4:3
დინამო (თბილისი) – ვისლა (კრაკოვი) 2:1
ჯგუფური ეტაპი
დინამო (თბილისი) – სოშო 0:2
ნიუკასლი – დინამო 2:0
დინამო – სპორტინგი (ლისაბონი) 0:4
პანიონიოსი – დინამო (თბილისი) 5:2
2014/15 წლების სეზონი
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
დინამო (თბილისი) – გაბალა 2:1
ბურთების შეფარდება საკვალიფიკაციო ეტაპზე: 14:11
ბურთების შეფარდება ჯგუფურ ეტაპზე: 2:9
ბურთების საერთო შეფარდება: 16:20
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არსენალი კარგი გუნდია წელს მაგრამ რომელი არსენალი გაუძლებს ამათ 38 ტურიან დისტანციაზე.ურთიერთშეხვედრებშიც შეჭამს,განსაკუთრებით ეტიჰადზე
წავიდნენ მანჩესტერის ქომაგები სახლში)))))))ეს პრემიერლიგაა პეპ,შენ აქ ვერაფერს შეძლებ)))))))ტიპმა დედა მოუხნა მთელ ნისლიან ალბიონს)))ნუ პირველი სეზონი ჩაუვარდა და მაგასაც კი დაჭირდა დრო რომ თავის ჭკუაზე მოეყვანა გუნდი,მაგის შემდეგ კი უბრალოდ ვეღარ აჩერებენ.არ მგონია წელსაც რომ ვინმემ წაართვას ტიტული და გამოვა რომ ბოლო 6 სეზონიდან 5 პრემიერლიგას მოიგებს.ჯამში კი რაც მუშაობს ინგლისში 7 სეზონიდან 5-ს
გვარდიოლა 2008 წელს გამოჩნდა მწვრთნელად და დღემდე მუშაობს მაგის იდეები.არცერთი გუნდიდან არ გაუშვიათ,თავისი ნებით წავიდა ბარსადანაც და ბავარიადანაც.მითუმეტეს შუა სეზონში გვარდიოლა ვინმე გაუშვას სიზმარშიც არ მოხდება ეგ.კლოპი დორტმუნდიდანაც გაუშვეს შუა სეზონიდან და დიდი შანსია ეხლა ლივერპულიდანაც გაუშვან.მაურინიოზე ლაპარაკიც არაა,ასჯერ გააგდეს შუა სეზონებში.პეპი არის გენიოსი,რა ფეხბურთს თამაშობს სიტი დაუკვირდით უბრალოდ
თავისთვის იდეალური გუნდი ნახა ჰოლანდმა,13 ბურთი უკვე აქვს შეგდებული პრემიერლიგაში და მერვე თამაშს თამაშობს მხოლოდ.არ გავს დარვინ ნუნიესს?)))გვარდიოლაც გენიოსია,რა კლოპი და ტყლოპი
ოო გადაუარა გვარდიოლამ,ეს ჰოლანდიც მაგარი ბომბარდირია და ასეთი სიტის ფონზე ძაან ბევრ გოლს შეაგდებს
სიტი-მანიუ იწყება ეხლა მალე,საინტერესოა გვარდიოლას და მისი მოსწავლის(ტენ ჰააგის) ჯახი
ისიც მაგარი თქვა გალტიემ,ამ გადატვირთულ გრაფიკში ყველა დარჩება სკამზე მესის გარდაო და თან 35 წლის კაცზე ამბობს ამას ანუ ისეთი ასაკის კაცზე რომელსაც დასვენება სხვაზე მეტად ჭირდება.მესი არ დარჩება სკამზე იმიტომ რომ ეგ ისეთი ჭკვიანია იდეალურად ანაწილებს ძალებს თამაშის მსვლელობისას და არ ჭირდება დასვენებაო
ხოდა მეტი რაღა უნდა თქვას კაცმა ვინაა მთავარი გუნდში.იქ იმას იძახის ამან თუ მოინდომა ამათ ყველას ჩახდის ისევო,იქ იმას იძახის ისეთი ტვინიანია იდეალურად ანაწილებს ძალებსო რაც სხვებს არ შეუძლიათო ფაქტიურად ამასაც ამბობს მაგით.ხოდა მასეთი კაცი უთმობს პენალტებს ჯარიმებს და ზოგადად თამაშში პოზიციებს ამ ორ მართლა მამლაყინწა ნეიმარს და მბაპეს
ეხლა კი იძახის მუნდიალი მომაგებინა და ოქროს ბურთის დედაც მოვხანო მაგრამ მერე ოქროს ბურთიც მოუნდება მერვე)))თან მამენტ ტეხავს კიდეც მესიმ მუნდიალი დადოს და იმ სეზონის ოქროს ბურთი რომ ვერ აიღოს.ამიტომ მოუწევთ ნეიმარ-მბაპეს გვერდზე გაწევა თუ ლეომ მუნდიალი დადო.თუმცა ნეტავ დადოს მუნდიალი და ოქროს ბურთის მართლა დედაც მოვხან,იტენოს იმან ვისაც უნდა)))
მუნდიალი თუ მოიგო მესიმ შანსი არაა რომ მბაპე-ნეიმარი მასე აგულავოს სეზონის დარჩენილ ნაწილში.ნუ ისეთი ტიპია რომ ბოლომდე ეგოისტი არასდროს არ იქნება და იქნება მომენტები როცა დაუთმობს პენალტსაც და ჯარიმასაც ორივეს მაგრამ ასეთი სიხშირით აღარ.იმიტომ რომ მუნდიალის მოგების შემთხვევაში მესის მერვე ოქროს ბურთის შანსიც ექნება და მაგისთვის პარიზული გოლებიც დაჭირდება
მბაპე კი მიაყუჩეს ორივემ)))მაგ ორი თუ ათამაშდა მბაპე ვინ ჩემი მზეა მაგათთან.მიხვდა ტილიანი მაგდენს და შეუძვრა მესის ბოლოდროს თან ისიც უნდა ნეიმართან ურთიერთობა რომ დაულაგოს ლეომ.გალტიეც აშკარად მესი-ნეიმარისკენ არის და ზოგადად საფრანგეთში დიდი კრიტიკა მოყვა მბაპეს საქციელებს.მოკლედ არ გამოუვიდა ტილიანს პარიზის მერობა)))არადა მაგ გარანტიით დატოვეს ბიჭი)))გალტიეს კომენტარი იყო მაგარი თამაშის შემდეგ,მესი თუ მოინდომებს ისევ საუკეთესო იქნებაო რითაც ნეიმარსაც მიასხა და მბაპესაც)))მუნდიალს ელოდება ჯერ და მერე მიხედავს ორივეს ლეო პენალტებზეც და ჯარიმებზეც)))
ნეიმარს რომ მოვუხან პატრონი,მაგ ჯარიმის გატანიდან სადღაც 5 წუთში იგივე პოზიციაზე დაიდო ჯარიმა და გაეკვეტა ეს მზე ბრაზილიელი და მაგან დაარტყა)))ისეთ ხოდზე იყო ლეო მაგ ჯარიმასაც ატაკებდა ბაირამ დუდუკში შმეიხელს)))ნუ ეგეთი ტიპია მესი რა,ძაან ბევრ რაღაცას უთმობს სხვებს და მაინც რამდენი აქვს გოლიც პასიც ტიტულიც ყველაფერი რა.სინდისი რომ ქონოდა ნეიმარს არ უნდა მისულიყო იმ ჯარიმის დასარტყმელად
მოსაწყენი თამაში იქნებოდა ბარსასი აბა რა იქნებოდა როცა სანაკრებოდან დაბრუნდა გუნდი,წინ ინტერთან ლიგის გადამწყვეტი მატჩებია და 5 ფეხბურთელი(3 წამყვანი) დაემტვრა სანაკრებოებზე.
ბარსასთან კავშირშია ესეც
0?'>https://www.ole.com.ar/futbol-internacional/messi-psg-niza-ligue-1_0_a1OA6LQnl5.html':'>https://www.ole.com.ar/futbol-internacional/messi-psg-niza-ligue-1_0_a1OA6LQnl5.html'))
კარგად ნახეთ არგენტინული მთავარი სპორტული გამოცემა გოათს ვის ეძახის)))ვითომ არაფერი გასაკვირი მაგრამ მარადონას ქვეყანაზეა ლაპარაკი)))მსოფლიო რომ მოიგოს მერე ხო საერთოდ მოიხსნება ყველანაირი კითხვა არგენტინაშიც და ყველგან
მურიქი რო ქართველი ყოფილიყო ელიგას და ყაზახეთს ვერ გაცდებოდა, კოსოვარი ლობჯანიძეა. ევრო-ქაქოლდები, ტფუი. სადამდე დაგვაიგნორებენ.
ლობჯანიძე კი არა, კოსოვოს იბრაჰიმოვიჩია სტატისტიკას გადახედე, რაც ლობჯანიძემ კარიერაში გაიტანა მთლიანად ამას 2 სეზონში აქვს მაგდენი გატანილი
სპეციალურად გადავხედე სტატისტიკას და მურიქს 16 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს 20-21 და 21-22 წლების სეზონებში 80 მატჩში. საბას კი 11 გოლი და 18 საგოლე გადაცემა 92 მატჩში.
საშუალოდ მურიქს 0.24 საგოლე მოქმედება მატჩში, საბას კი 0.32 საგოლე მოქმედება. ხოდა მურიქი თუ იბრაა, ჩვენ რონალდო გვყოლია
მურიქს შიდა ჩემპიონატებში 2014-2015 წლების სეზონიდან მოყოლებული 75 გოლი და 18 საგოლე გადაცემა.
ზუსტად იგივე პერიოდში საბას 59 გოლი და 25 საგოლე გადაცემა. თან გასათვალისწინებელია რომ მურიქი ცენტრ ფორვარდია და საბა ნახევარმცველი. ხოდა დაეხიოს მურიქი საბას