ფეხბურთი

18:22 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას სილვა გაწვრთნის

“ოლიმპიაკოსის” ოფიციალური ვებგვერის ინფორმაციით, ლისაბონის “სპორტინგის” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელი მარკო სილვა პირეოსულ გუნდს სათავეში ჩაუდგა. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი ხნით უთავკაცებს პორტუგალიელი სპეციალისტი ბერძნულ გრანდს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია უკვე ოფიციალურად ჩაირიცხა “ოლიმპიაკოსის” რიგებში.

37 წლის სპეციალისტი პირეოსელებამდე “სპორტინგს” წვრთნიდა. პორტუგალიელი გუნდში გასული წლის 21 ივნისს მივიდა. მისი თაოსნობით ლისაბონელებმა 53 მატჩი ჩაატარეს, აქედან 32 მოიგეს, 14 ფრედ დაასრულეს, ხოლო 7 მათგანში დამარცხდნენ. გუნდმა 108 გოლი გაიტანა და 55 გაუშვა.

0.121106