იტალიის ნაკრების მცველი მატეო დარმიანი ახალი სეზონიდან ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში ითამაშებს. ამის შესახებ "სქაი სპორტი" იუწყება. 25 წლის მცველი "წითელ ეშმაკებთან" კონტრაქტს 9 ივლისს გააფორმებს, რომელიც 4 წლიანი იქნება. გასამრჯელოს სახით კი იგი წელიწადში 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.
"მანჩესტერმა" დარმიანის ყოფილ კლუბ "ტორინოს" 18 მილიონი ევრო გადაურიცხა, რომლისაგან 2 მილიონი "მილანს" ერგება, სადაც ფეხბურთელი ადრე ირიცხებოდა.
დარმიანი "ტორინოში" 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და ჯამში სერია A-ში 133 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი მას აქამდე 13 შეხვედრა აქვს გამართული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ლუკა კიდევ უნდა გიხილოთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით!
კარგია,წარმატებები,ახალგაზრდულ ნაკრებში გულიანად ირჯებოდა ხოლმე,იმედია კიდევ უფრო მოუმატებს და ეროვნულ ნაკრებშიც მოხვდება