საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრმა ლადო მოხევიშვილმა ესპანეთის სეგუნდადივიზიონის კლუბ “ალბასეტესთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა “მსოფლიო სპორტს” დაუდასტურა. ნახევარმცველი ერთი წლის განმავლობაში სარეზერვო გუნდში ითამაშებს, ხოლო მეორე წელი მთავარი გუნდის რიგებში ვარჯიშს დაიწყებს.
ლადო აქამდე “ლევანტეს” 19-წლამდელთა გუნდის წევრი იყო. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ფეხბურთელს დებიუტი კვიპროსის წინააღმდეგ მოგებულ (3:1) ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი დევდარიანის მწვრთნელობის დროს ჰქონდა. აღნიშნულ შეხვედრაში ლადომ 67-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა.
საქართველოს 19-წლამდელთა რიგებში მოხევიშვილმა ჯამში 8 მატჩი ჩაატარა და თავი მხოლოდ სადებიუტო მატჩში გამოიჩინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან კარგი ინფორმაციაა .... წარმატებები
ლოკომოტივში ითამაშებენ ქანთარია, ქიქავა, გეთიაშვილი და თექთურმანიძე
წარმატებები ამჯერად მორიენტესის და ინიესტას სამშობლოში
ესე ბევრი მინახია და მერე ისევ წარუმატებლობა და უკან გამობრუნება,იმედია წარმატებით იასპარეზებს ალბასეტეში და არაბულივით არ დაემარათება
სად გამობრუნდება იქაა დაბადებულ-გაზრდილი
წარმატებებიიი..
ესპანეთის და ჰოლანდიის ჩემპიონატებში უნდა ეძეებდნენ ადგილს სხვებიც. წარმატებები!
წარმატებები !
კარგია...წარმატებები
წარმატებები