საქართველოს უმაღლესი ლიგის დებიუტანტი საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" ახალი სეზონისთვის ემზადება. გია ჭიაბრიშვილის გუნდი პირველ საკონტროლო მატჩს 9 ივლისს "ბენდელას" სტადიონზე გამართავს და მისი მეტოქე ქუთაისის "ტორპედო" იქნება. თამაში 20:00 საათზე დაიწყება.
"საბურთალომ" შეკრება 1 ივლისს დაიწყო, ხოლო 23-ში ისინი დუშეთში გაემგზავრებიან და მზადებას იქ გააგრძელებენ. მანამდე კი თბილისელებს ორი ამხანაგური მატჩი აქვთ დაგეგმილი - 16 ივლისს "საბურთალო" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლებს, ხოლო სამი დღის შემდგომ "ლოკომოტივს" საგურამოში შეხვდება.