ფეხბურთი

12:39 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ატლეტიკომ” ვიეტო დაადასტურა

მადრიდის “ატლეტიკოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, აწ უკვე “ვილიარეალის” ყოფილი ფეხბურთელი ლუსიანო ვიეტო კარიერას “როხიბლანკოს” რიგებში გააგრძელებს.

21 წლის სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი ახალ გუნდთან სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევრო მიიღო “ვილიარეალმა” ტრანსფერის სანაცვლოდ.

ვიეტო არგენტინული “რასინგიდან” ევროპას გასული სეზონის სტარტამდე შეუერთდა და პრიმერადივიზიონში გატარებულ პირველივე წელს თავდამსხმელმა 48 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება კი 5.5-დან 20 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.125105