იტალიის ქალაქ ტურინში დაწყებულ 25-ათასიან ტურნირზე წარუმატებლად ითამაშეს ქართველმა ჩოგბურთელებმა ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაიამ.
საწყის რაუნდში გორგოძემ მე-3 ნომრად მიჩნეულ შვედ სუსან ჩელიკთან 4:6, 5:7 წააგო, ხოლო ქვაცაბაია მე-6 რეიტინგის მქონე იტალიელ ჯულია გატო-მონტიკონესთან 0:6, 0:2-ს მარცხდებოდა, როდესაც თამაში ვეღარ გააგრძელა.
ქვაცაბაიას ტრავმის გამო, ის და გორგოძე ვერც წყვილთა ტურნირის მატჩზე გავიდნენ და იტალიელ დებ ტურატებთან წაგება ჩაეთვალათ.