ფრანგულ კონტრექსვილში 100-ათასიან ტურნირში ჩაერთო ოქსანა კალაშნიკოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ბადეში ჩეხ ვენდულა ზოვინჩოვას 6:3, 6:0 სძლია, შემდეგ კი მე-3 რეიტინგის მქონე რუს ნატალია ვიხლიანცევას ვერ გაუმკლავდა – 2:6, 4:6.
წყვილებში კალაშნიკოვას და ჩერნოგორიელ დანკა კოვინიჩს პირველი განთესვა გააჩნიათ და ბრძოლაში პირდაპირ მეოთხედფინალიდან ჩაებმებიან, სადაც მათი მეტოქეები ბელგიელი ბოევი და სამხრეთაფრიკელი სამონსი იქნებიან.