ფეხბურთი

21:09 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ძაძა “იუვენტუსში” ითამაშებს

იტალიის ჩემპიონმა ტურინის “იუვენტუსმა” “სასუოლოსა” და იტალიის ნაკრების თავდამსხმელი სიმონე ძაძა დაიმატა. ამის შესახებ ტურინული გრანდის ვებგვერდი იუწყება. 24 წლის ფორვარდის ყიდვა “ბებერ ქალბატონს” 18 მილიონი ევრო დაუჯდა, რომელსაც მომდევნო სამი წლის განმავლობაში გადაიხდის. თავად ძაძა კი ტურინში 2020 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

“საფეხბურთო კლუბი “იუვენტუსი” იუწყება, რომ “სასუოლოდან” თავდამსხმელ სიმონე ძაძას სატრანსფერო უფლებები სრულად 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოისყიდა .” - წერია “იუვეს” ვებგვერდზე.

სიმონე ძაძა “სასუოლოში” 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. გასულ სეზონში მან სერია A-ში 29 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში კი 5 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.

0.132247