ესპანური Sport.es-ის ცნობით, შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა ფრანგული პსჟ დატოვოს და 6 მილიონი ევროს სანაცვლოდ მადრიდის “რეალში” გადავიდეს.
წყაროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლუბების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინააღმდეგი არაა შვედი ფორვარდი შეიძინოს, რომელსაც ოქტომბერში 34 წელი უსრულდება. ცოტა ხნის წინ იბრაჰიმოვიჩმა პსჟ-ს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა და ახლა პარიზელები ცდილობენ, ის ზაფხულის სატრანსფერი პერიოდში გაყიდონ, რათა გარკვეული თანხა მაინც აიღონ.
“რეალი” ტრანსფერში 6 მილიონ ევროს კი იხდის, მაგრამ თავად ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 12 მილიონი იქნება.
ზლატანი პსჟ-ში 2012 წელს გადავიდა და ლიგა 1-ის 91 შეხვედრაში 75 გოლი გაიტანა, 19-ჯერ კი, საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
თუარ ათამაშებენ უნდა გაუშვან ცოდოა სკამზე ტოო..თან გეგონება რეალის ან ბარსას სკამზე იჯდეს ინტერში და ეგეც სკამზეეეეე??
ფულმა არ გაგაფუჭოს ბიჭო!
ინტერმა ესეც თუ გაუშვა და მართლა სერია Bშია მაგათი ადგილი
მაგარი ბიჭია ეს კარგი მომავალი აქვს
))
ესენი რავა ყველას განიხილავენ დვალიშვილი წაიყვანეთ
დამასწარი ეგ უნდა დამეწერაDDDDD