ჩოგბურთი

18:19 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს ანდერსონის დასამარცხებლად 5 სეტი დასჭირდა (+VIDEO)

კაც ჩოგბურთელთა შორის ნომერ პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა დაძაბულ ბრძოლაში უიმბლდონის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა. სერბისა და კევინ ანდერსონის დაპირისპირება 6 ივლისს დაიწყო. თავიდან სამხრეთ აფრიკელმა ორი სეტი ერთნაირი ანგარიშებით 7:6, 7:6 მოიგო. შემდეგ კი ბალკანელმა მესამე და მეოთხე სეტში 6:1, 6:4 იმარჯვა და მატჩი შეწყდა.

7 ივლისს კი მეხუთე გადამწყვეტ სეტში სერბმა 7:5 იმარჯვა. მსოფლიოს მე-14 ჩოგანის და ბალკანელის დაპირისპირება 3 საათი და 53 წუთი გაგრძელდა. ანდერსონმა განვლილ დაპირისპირებაში თავი კარგად წარმოაჩინა, თუმცა ჯოკოვიჩმა ლიდერობა დაადასტურა. ურთიერთშეხვედრებში სერბი ლიდერობს, მან ზედიზედ მეხუთე მატჩი მოუგო სამხრეთ აფრიკელს, ანდერსონმა მხოლოდ ერთხელ შორეულ 2008 წელს დაამარცხა ნოვაკი.

მეოთხედფინალში ჯოკოვიჩის მოწინააღმდეგე მარინ ჩილიჩი იქნება. ხორვატმა მერვეფინალში დენის კუდლას სძლია (6:4, 4:6, 6:3, 7:5). ნოვაკი ჩილიჩთან ურთიერთშეხვედრებში უდაო ლიდერი (12 – 0).

0.129276