მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლასა და ფეხბურთელ თომას მიულერს შორის ვარჯიშზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "ბილდი" იუწყება, გვარდიოლა გუნდის ვარჯიშის დროს გერმანელ ნახევარმცველთან მივიდა და შენიშვნა დაუმსახურებლად მისცა. გერმანელი ჟურნალისტები უკვე მიულერის გუნდიდან წასვლაზე ალაპარაკდნენ. "ბილდის" ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის შეძენა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელ თავკაც ლუის ვან გაალს სურს.
ჟურნალისტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ ამ ტრანსფერში არგენტინელი ანხელ დი მარიაც ჩაერთოს, რომელიც თავის მხრივ "ბაიერნის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა.
თომას მიულერი "ბაიერნში" 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგის 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა.