თბილისის "დინამო" ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. თბილისელები ჯერ კიდევ დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ემზადებიან. "დინამო" 8 ივლისს თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს და შემდეგ გეზს გაბალასკენ აიღებენ.
"გაბალა" - "დინამოს" მატჩი კი 9 ივლისს 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი გეგმავს. პირველი შეხვედრა 2 ივლისს "დინამოს" მინიმალური სხვაობით, 2:1 აქვს მოგებული.