ფეხბურთი

15:54 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტიმ” “ჩიხურასთვის” ნაცნობი უნალი გაიფორმა

“მანჩესტერ სიტის” “თვითერის” გვერდის ინფორმაციით, “ქალაქელებმა” თურქეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ბურსასფორის” თავდამსხმელი 18 წლის ენეს უნალი დაიმატეს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა “ქალაქელებთან” ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ინგლისელებმა თურქებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 3 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ენესი 16 წლის ასაკში გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც თურქეთის სუპერლიგაში გოლი გაიტანა. “ბურსასფორის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი მთავარი გუნდის რიგებში 2013 წლიდან ასპარეზობს და 54 მატჩში თავი 7 გოლით გამოიჩინა. ენეს უნალმა 2014 წელს საჩხერის “ჩიხურასთან” ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.

0.147008