იტალიური "მილანის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ადილ რამი ოფიციალურად "სევილიას" ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია სევილიური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. 29 წლის მცველმა ესპანურ კლუბში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და იგი "რამონ სანჩეს პისხუანიზე" 4 სეზონი ითამაშებს.
რამი "მილანში" 2014 წლის ზამთრიდან მოყოლებული თამაშობდა და გუნდის რიგებში იტალიის ჩემპიონატში 39 თამაშში 4 გოლი გაიტანა. მანამდე კი "ვალენსიას" შემადგენლობაშიც ირჯებოდა.