ფეხბურთი

13:41 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესში" ყაზაიშვილი საუკეთესოდ აღიარეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების 22 წლის ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესში" გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სცნეს. აღნიშნული აღიარება ახალგაზრდა ქართველმა პორტალ vitesse.network.to-გან დაიმსახურა, რომელიც ვაკოს სპეციალური პრიზსაც გადასცემს. "ვიტესის" საუკეთესო ფეხბურთელთა ჩამონათვალში გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაც მოხვდა, ვისაც მეექვსე ადგილი ერგო.

გასულ სეზონში ყაზაიშვილმა ჰოლანდიის ჩემპიონატში 37 მატჩში თავი 11-ჯერ გამოიჩინა, ხოლო გურამ კაშიამ ერედივიზიონში 30 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო.

0.142088