ფეხბურთი

10:30 | 7.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სამპდორიამ” ფერნანდო დაიმატა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა გენუის “სამპდორიამ” დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფერნანდო ლუკას მარტინსი გაიფორმა. 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გენუელებმა 8 მილიონი ევრო გაიღეს. ბრაზილიელი “სამპაში” მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.

ფერნანდო “შახტარში” 2013 წელს ჩაირიცხა და უკრაინის ჩემპიონატში 27 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მანამდე კი იგი მშობლიურ “გრემიოში” თამაშობდა.

0.112549