ფეხბურთი

22:13 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

საპასუხო მატჩების მსაჯთა ბრიგადა ცნობილია

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩები 9 ივლისს გაიმართება. უეფამ ამ მატჩების მომსახურე მსაჯთა ბრიგადები უკვე დაასახელა, მათ შორის სამივე ქართული გუნდის შეხვედრის არბიტრები.

თბილისში, “მიხეილ მესხზე” გასამართ მატჩს, სადაც ერთამანეთს “ცხინვალი” და “ბოტოშანი” დაუპირისპირდებიან, ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. მთავარი არბიტრი ნიკოლაი იორდანოვი იქნება, ხოლო მას ივან ვალჩევი და გეორგი ტოდოროვი დაეხმარებიან.

აზერბაიჯანში, “გაბალასა” და თბილისის “დინამოს” მატჩს ფრანგი არბიტრები მოემსახურებიან ამორი დელერიუს ხელმძღვანელობით. მისი ასისტენტები კი ლორან სტიენი და მიშელ ანოე იქნებიან.

რაც შეეხება “ომონიასა” და ბათუმის “დინამოს” მსაჯთა ბრიგადას, ისინი პორტუგალიიდან იქნებიან. მთავარი არბიტრი ფაბიო ვერსიმო იქნება, ხოლო მას პაულუ სოარეში და ანტონიო გოდინიო დაეხმარებიან.

სამივე ზემოხსენებული მატჩი 9 ივლისს, ერთდროულად, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. “ცხინვალი”-“ბოტოშანის” შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი გეგმავს, “გაბალა”-“დინამოს” გულშემატკივარი პირველ არხზე იხილავს, ხოლო “ომონია”- ბათუმის “დინამოს” აჭარის ტელევიზიის ეთერში.

0.173257