ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ “ლივერპულის ესპანელი ნახევარმცველი ლუის ალბერტო სათამაშოდ სამშობლოში დაბრუნდა. 22 წლის ფეხბურთელი კარიერას ლა კორუნიის “დეპორტივოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გუნდის ვებგვერდი იუწყება.
ლუის ალბერტო “ლივერპულში” 2013 წელს გადავიდა, თუმცა გუნდში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხა. გასული სეზონი კი იჯარით “მალაგაში” გაატარა, რომლის რიგებშიც ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა.