ვეტერანი უკრაინელი ფეხბურთელი ანატოლი ტიმოშჩუკი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს. 36 წლის ფეხბურთელს სანქტ-პეტერბურგის “ზენიტთან” კონტრაქტი ამოეწურა და ყაზახურ “კაირატს” თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.
ტიმოშჩუკს თავის დროზე დონეცკის “შახტარისა” და მიუნხენის “ბაიერნის” შემადგენლობაში უთამაშია. “ზენიტში” კი იგი გერმანული გრანდიდან 2013 წელს დაუბრუნდა. უკრაინის ეროვნულ ნაკრებში კი მას აქამდე 125-ჯერ უთამაშია და 4 გოლი გაუტანია.