არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევმა ლიონელ მესიმ კოპა ამერიკის 2015 წლის გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიღებაზე უარი თქვა. 28 წლის მოთამაშე კონმებოლის წარმომადგენლებმა აწ დასრულებულ ტურნირზე გამოარჩიეს, მაგრამ “ალბისელესტეს” ფინალში მარცხით განაწყენებულმა მესიმ საკუთარი თავი, როგორც ჩანს საუკეთესოდ არ მიიჩნია. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური ფაქტის წინაშე მესი პარაგვაისთან მატჩის შემდგომაც დადგა: მაშინ მან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე განაცხადა უარი, მას შემდგომ რაც არგენტინამ მეტოქესთან ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა.
მესიმ თავის ნაკრებთან ერთად 2014 წლის ზაფხულში მუნდიალის ფინალიც დათმო, თუმცა ფიფამ მაშინაც საუკეთესოდ სწორედ არგენტინელი აღიარა.