ფეხბურთი

22:23 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგმა” სპაჰიჩი დაიმატა

გერმანულმა “ჰამბურგმა” გამოცდილი ცენტრალური მცველი ემირ სპაჰიჩი დაიმატა. აღნიშნული ტრანსფერი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ბოსნიელი ფეხბურთელი ბოლოს “ლევერკუზენის” ღირსებას იცავდა, საიდანაც 12 აპრილს მოუწია წამოსვლა. მიზეზი “ბაიერნთან” სათასო დაპირისპირების შემდეგ მომხდარი ინციდენტია – ემირმა სტიუარდს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც “ფარმაცევტების” ხელმძღვანელობამ არ აპატია და კონტრაქტი გაუწყვიტა.

შესაბამისად, სპაჰიჩი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და ერთწლიანი ხელშეკრულება დადო.

ემირმა გასულ სეზონში 36 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

0.11774