ფეხბურთი

15:18 | 5.07.2015 | ნანახია 1139 - ჯერ

ზეპ ბლატერი: “ყატარის შერჩევაში დამნაშავეები გერმანიისა და საფრანგეთის პრეზიდენტები არიან”

ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი ამბობს, რომ ბოლო დროს აგორებულ სკანდალებში მას ბრალი არ მიუძღვის.

79 წლის ჩინოსანმა AP-ს ინტერვიუ მისცა და თქვა, რომ საფრანგეთისა და გერმანიის პრეზიდენტებმა (იმ დროს შესაბამისად - ნიკოლა სარკოზი და კრისტიან ვილფი) პოლიტიკური ზეწოლა მოახდინეს ფიფას წარმომადგენლებზე და ამის შედეგად მოხდა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად რუსეთის, 2022 წლის მუნდიალის მასპინძლად ყატარის შერჩევა.

“სარკოზი და ვულფი ზემოქმედებდნენ ფიფაში მათ წარმომადგენლებზე, რომელთაც ხმის უფლება ჰქონდათ. აი რატომ ტარდება მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში. სწორედ მათ უნდა აიღონ პასუხისმგებლობა ამ გადაწყვეტილებაზე. მე მხოლოდ ფიფას თავკაცი ვიყავი და აღმასრულებლების უმრავლესობას მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარება სურდათ, მე მათი გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. გადახედეთ გერმანულ კომპანიებს. მათ უმრავლესობას ჯერ კიდევ მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის მინიჭებამდე ჰქონდათ პროექტები ყატარში. ყველა ადამიანს ეშინია რაღაცის, მაგალითად სიკვდილის, მაგრამ ფიფაში გაწეული სამუშაოების შედეგის ნამდვილად არ მეშინია. საშიშიც არაფერია. მხოლოდ ის მაშინებს, რომ ვიღაცეებს ფიფაში ჩემი მუშაობის პერიოდზე ხაზის გადასმა უნდა” - ამბობს ბლატერი.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:25 | 01.02.2020
Sport With pleasure (4571)

კაი მოქეიფის ტანზე კი ხარ”–ჩემსავით

12:14 | 01.02.2020
gio7599 (12)

ვარიანტები რომ გქონოდა ამდენ ხანს უკლუბოდ არ იქნებოდი

20:47 | 31.01.2020
XoMe (1384)

წონას მიხედე და მოიხოდები : ) კაია გამიხარდა

20:42 | 31.01.2020
100% (432)

ეხლა რას თამაშობს გამოჩნდება, მაგრამ რატომღაც მე ძალიან გამიხარდა და ვისურვებ, ძველებურად ოღონდ ჭკვიანურად ათამაშდეს. წარმატებები და გულშემატკივარის გახარებები.

0.078953
1139