უმაღლეს ლიგაში გადმოსული გუნდის “საბურთალოს” სტადიონი “ბენდელა” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების ხელმძღვანელებმა დიმიტრი ბოკერიამ და რეზო შენგელიამ დაათვალიერეს.
ტბილისური გუნდის სტადიონზე სამუშაოები დაწყებულია. სათამაშო მინდორი სტანდარტულ ზომებში მოექცა, ასევე კეთდება გასახდელები, მსაჯთა ოთახი და ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სამუშაო ადგილები. როგორც “საბურთალოს” ვებგვერდი იუწყება, სტადიონის ღამის განატება კიდევ უფრო გაძლიერდება და უმაღლესი ლიგის მატჩების ჩატარების პირობებს დააკმაყოფილებს.
უმაღლეს ლიგაში მონაწილე “საბურთალო” საშინაო მატჩებს “ბენდელაზე” გამართავს.