ფეხბურთი

21:35 | 5.07.2015 | ნანახია NaN - ჯერ

კაპუს მთხოვნელი გამოუჩნდა

ლონდონის “ტოტენჰემის” ფრანგი ნახევარმცველი ეტიენ კაპუ, რომელიც კლუბმა ცხრა გასასხვისებელი მოთამაშის სიაში შეიყვანა, დიდი ალბათობით კარიერას “უოტფორდში” გააგრძელებს.

France Football-ის, “უოტფორდი”, რომელმაც პრემიერლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, ახლა იქ ადგილის შენარჩუნებაზე და ფიქრობ, ამისათვის შემადგენლობის გაძლიერებაზე უნდა იზრუნოს და 26 წლის კაპუც ზაფხულის სატრანსფერო პრიორიტეტს წარმოადგენს.

“ტულუზის” ყოფილი ფეხბურთელი “ტოტენჰემში” უკვე ორი სეზონია თამაშობს, მაგრამ გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ვერ დამკვიდრდა, გასულ სეზონში პრემიერლიგის მხოლოდ 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის გამოცვლის სურვილი თავადაც გამოთქვა.

0.089565