ფეხბურთი

20:46 | 5.07.2015 | ნანახია 1137 - ჯერ

პედრო “ატლეტიკოში” არ გადავა

მადრიდის “ატლეტიკოს” კატალონიური “ბარსელონადან” თავდამსხმელ პედროს შეძენა სურდა, მაგრამ ტრანსფერის მოთხოვნაზე უარი მიიღო.

მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ კლუბის ხელმძღვანელობისგან ამ ტრანსფერზე თანხმობა მიიღო, თუმცა, AS-ის ცნობით, უარი თავად 27 წლის ესპანეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშემ განაცხადა.

წყაროს ინფორმაციით, თუ “ბარსელონა” პედროს გაყიდვას მოისურვებს, მაშინ ის ლა ლიგას დატოვებს და კარიერას ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააგრძელებს. პედროს ამის შანსი ნამდვილად აქვს, რადგან მისით ფრანგული პსჟ, ასევე ინგლისის პრემიერლიგის ორი კლუბი - “ლივერპული” და ლონდონის “არსენალი” არიან დაინტერესებული.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:47 | 06.07.2015
gogssi (3755)

მიკვირს პირდაპირ. რატო არ უნდა იყიდონ? ორივე ფეხს ხმარობს დაახლოებით 90%-იანი სიზუსტით. სისწრაფე აქვს ჯანი დიხანია და გადამწყვეტ მომენტებში ბევრი მასზე მაღალი კლასის შემსრულებლებივით არ იკუკავს. არ არის ეხლა ნეიმარის და სუარესის დონის გასაგებია, მარა არის საშუალო დონის შემტევი რომელიც ჩემი აზრით ნებისმიერ კლუბში გაქაჩავს

23:52 | 05.07.2015
ss18 (1696)

პსჟ-მ ეს რა პონტში უნდა იყიდოს?

21:53 | 05.07.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

სირიკო ხარ და მაგიტო

21:18 | 05.07.2015
anti (488)

გამოკითხვა არის ვინ არის სიტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, ქინქლაძეც არის შეყვანილი სიაში და ხმები ჭირდება

0?'>http://www.manchestereveningnews.co.uk/sport/yaya-toure-man-citys-greatest-ever-9572827':'>http://www.manchestereveningnews.co.uk/sport/yaya-toure-man-citys-greatest-ever-9572827'))

0.13872