ფეხბურთი

13:38 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესის ოჯახს ჩილელებმა შეურაცხყოფა მიაყენეს

ევროპული და სამხრეთმაერიკული მედიის ცნობით, ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში “ესტადიო ნასიონალზე” არგენტინისა და ჩილეს ფინალური მატჩის პირველი ტაიმის დროს “ლა როხას” გულშემატკივრებმა ლიონელ მესის ოჯახის წინააღმდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვებით გამოვიდნენ, რამაც ჩხუბი გამოიწვია.

“ბარსელონას” ვარსკვლავის 28 წლის ძმამ როდრიგომ გულშემატკივრების საქციელი ვერ მოითმინა და ერთ გულშემატკივარს დაარტყა კიდეც და მას მხარი ოჯახმა აუბა. საბოლოოდ მესის ოჯახმა უსაფრთხოების მიზნით სატელევიზიო კაბინას შეაფარა თავი. აღნიშნულ თამაშზე სერხიო აგუეროს ოჯახის მიმართაც ისმოდა უხამსი შეძახილები.

ოჯახს ტრიბუნებიდან, ხოლო მესის მოედნაზე ჩილელი ფეხბურთელები არ ახარებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში გარი მედელმა ლეოს მუცლის არეში ფეხი ძლიერად უთავაზა, თუმცა სერიოზული ტრავმა არ მიუღია.

0.115577