ფეხბურთი

13:08 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინო: “კოპა ამერიკა უნდა მოგვეგო”

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ ჩილეს ეროვნულ გუნდთან კოპა ამერიკის ფინალში თერთმეტმეტრიანების სერიაში (1:4) წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ფინალი უნდა მოეგო.

“არც არგენტინამ და არც ჩილემ ისე ვერ ითამაშა, როგორც ყოველთვის ახერხებს. ორივე გუნდი ერთმანეთის განეიტრალებას უფრო ახერხებდა, ვიდრე მომენტების შექმნას. ვეთამაშეთ ტურნირზე ყველაზე ბევრი გოლის გამტან გუნდს და მათ მომენტები ვერ შექმნეს. მიუხედავად ყველაფრისა, მჯერა, რომ მატჩი უნდა მოგვეგო.” – განაცხადა არგენტინელმა სპეციალისტმა.

არგენტინის ეროვნულ ნაკრებს ბოლო 22 წელია არაფერი მოუგია. ბოლოს “ალბისელესტემ” კოპა ამერიკის ტურნირის 1993 წელს მოიგო. არგენტინამ მნიშვნელოვანი ფინალი უკვე ორჯერ წააგო, წინა წელს მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში გერმანიასთან დამარცხდა, ამჯერად კი – ჩილესთან.

0.116113