კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “გრანადას” ყოფილი მცველი ჯეისონ მურილიო კარიერას მილანის “ინტერში” გააგრძელებს. “ნარუძურის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელმა ახალ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი “გრანადაში” ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ასპარეზობდა და 53 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.