ფეხბურთი

16:05 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამისულაშვილმა “კარშიაკასთან” კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი კარიერას თურქეთის პირველი ლიგის “კარშიაკაში” გააგრძელებს.

თურქული ინტერნეტპორტალის yeniasir.com.tr-ის ინფორმაციით, ამისულაშვილმა “კარშიაკასთან” კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა.

გასულ სეზონში 33 წლის მცველმა ბაქოს “ინტერის” შემადგენლობაში აზერბაიჯანის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო. მან 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ამისულაშვილისთვის თურქეთის ჩემპიონატში თამაში უცხო არაა, ოღონდ სუპერლიგაში. ის 2010-2011 წლებში “ქაისერისფორში” გამოდიოდა, რომლის მაისური 21-ჯერ მოირგო და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.

2014-2015 წლების სეზონში “კარშიაკამ” თურქეთის 18-გუნდიან პირველ ლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა.

0.119009