დასრულდა ქალთა შორის ბლიცის, ანუ ელვისებურ ჭადრაკში, საქართველოს გრანპრის გათამაშების მეორე ეტაპი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლემ უმასპინძლა.
ერთბაშად ოთხმა მოჭადრაკემ, საერთაშორისო დიდოსტატებმა სოფიო გვეტაძემ, მერი არაბიძემ, ლელა ჯავახიშვილმა და სოფიკო ხუხაშვილმა 9 შესაძლებლობიდან 6.5-6.5 ქულა დააგროვეს. ტურნირის დებულებიდან გამომდინარე, უკეთესი კოეფიციენტის გამო ჩემპიონი გვეტაძე გახდა, ხოლო 2-4 ადგილები შესაბამისად არაბიძემ, ჯავახიშვლმა და ხუხაშვილმა დაიკავეს.