მთავარი

10:19 | 4.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"გალაქსიმ" ჯერარდი წარადგინა

ინგლისის ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილი ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი ოფიციალურად ლოს ანჯელეს "გალაქსის" ფეხბურთელია. 35 წლის ფეხბურთელმა ამერიკულ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კონტრაქტიც გააფორმა. აღნიშნულ ინფორმაციას "გალაქსის" ვებგვერდი ავრცელებს.

ახალ გუნდში ოფიციალურად ჩარიცხვის შემდეგ პირველი კომენტარი ლეგენდარულმა ინგლისელმაც გააკეთა:

"ევროპული გუნდებიდან რამდენიმე შემოთავაზება მქონდა, მაგრამ მე მათზე უარი ვთქვი", - თქვა სტივენმა.

ჯერარდს ახალ გუნდში დებიუტი 17 ივლისს, "სან ხოსესთან" მატჩში ექნება. ინგლისელი ამერიკაშიც 8 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სტივენ ჯერარდს აქამდე მხოლოდ "ლივერპულში" აქვს ნათამაშები. იგი "წითლების" ღირსებას 1998 წლიდან მოყოლებული იცავდა, ხოლო 2003 წლიდან გუნდის კაპიტანი გახლდათ.

0.119223