უიმბლდონის ტურნირზე მესამე წრე მსოფლიო რეიტინგის პირველმა ნომერმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა უპრობლემოდ დაძლია. ნოლემ სამ სეტში ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი 6:3, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 32 წუთში დამთავრდა.
ნოლემ 15 ეისი ჩააწოდა, ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა და 4 ბრეიკი შეასრულა. ტომიჩს 9 ეისი, ორი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ჯოკოვიჩმა ბრიტანეთში მიმდინარე ტურნირზე სამი შეხვედრა მოიგო და არც ერთი სეტი არ დაუთმია.
უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ტურნირის 1/8-ფინალში სამხრეთ აფრიკელ კევინ ანდერსონს შეხვდება.