ფეხბურთი

18:52 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

დელ პიერო: “მილანური გუნდები ყურადღებას იმსახურებენ”

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა, გამოცემა “ტუტოსპორტთან” საუბრისას განაცხადა, რომ “იუვენტუსი” ისევ ფავორიტად რჩება, მაგრამ ყურადღების მიქცევას მილანური გრანდები, “ინტერი” და “მილანიც” იმსახურებენ.

“იუვენტუსი” დღეს ისევ ფავორტიად რჩება მიუხედავად ანდრეა პირლოსა და კარლოს ტევესის გასხვისებისა. თუმცა, ყურადღებას “მილანი” და “ინტერიც” იმსახურებენ. ისინი სატრანსფერო ბაზარზე კარგად მუშაობენ. იმედი მაქვს, ახალი სეზონი უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე გასული იყო”, - ამბობს დელ პიერო.

40 წლის ლეგენდარული თავდამსხმელი მომავალ სეზონში “სქაი სპორტზე” ტელეკომენტატორის როლში მოგვევლინება.

0.111832