კოლუმბიის ნაკრებისა და ფრანგული "მონაკოს" თავდამსხმელი რადამელ ფალკაო მომავალ სეზონში ლონდონის "ჩელსის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ "არისტოკრატების" ვებგვერდი იუწყება. 29 წლის ფორვარდი "სტემფორდ ბრიჯზე" იჯარის წესით ითამაშებს.
გასული სეზონი ფალკაომ ასევე საიჯარო ხელშეკრულებით "მანჩესტერ იუნაიტედში" გაატარა, თუმცა "წითელ ეშმაკთა" შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა. მან პრემიერლიგის 26 მატჩში მხოლოდ 4 გოლის გატანა შეძლო.