ფეხბურთი

17:21 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კვეკვესკირი: “მომდევნო ეტაპზე გასვლა რეალურია”

ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ინტერმა” ალბანურ “ლაჩთან” გასვლით მატჩში ნიკა კვეკვესკირის გოლით ფრეს მიაღწია (1:1). ქართველმა დებიუტი გოლით აღნიშნა. ნიკამ “მსოფლიო სპორტთან” გასულ მატჩსა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსებზე ისაუბრა.

“რთული თამაში გამოვიდა. მეტოქე საკმაოდ ორგანიზებული გუნდია. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პრაქტიკულად ახალი გუნდი ვართ და ნორმალური შეკრების გავლაც ვერ მოვახერხეთ, გაგვიჭირდა ჩვენი თამაშის ჩვენება. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ შეგვიძლია სახლში უკეთ თამაში, დადებითი შედეგის მიღწევა და გასვლა შემდეგ ეტაპზე” – აღნიშნა კვეკვესკირმა.

აზერბაიჯანული კლუბის შემადგენლობაში ასევე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ, ხოლო მთავარ მწვრთნელ ზაურ სვანაძისთვის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი ოფიციალური თამაში იყო.

შეგახსენებთ, “ინტერისა” და “ლაჩის” საპასუხო მატჩი 9 ივლისს ბაქოში გაიმართება.

0.112597