გრძელდება დიდი საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი ვაჟთა შორის, რომელსაც გერმანიის ქალაქი დორტმუნდი მასპინძლობს.
მეოთხე ტურში დიდ ინტერესს იწვევდა პარტია ასპარეზობის ერთპიროვნულ ლიდერ ლივიუ-დიტერ ნესიპიანუს მონაწილეობით, რომელიც შავებით ნეპომნიაშჩის ხვდებოდა. ნესიპიანუ ტურნირის ერთადერთი მონაწილეა, რომელსაც ჯერ არ წაუგია. ლივიუ-დიტერმა ზედიზედ ორი მოგების შემდეგ ზედიზედ მეორე ყაიმი გააკეთა. მართალია, დაუმარცხებელი მატჩების სერია შეინარჩუნა, მაგრამ ერთპიროვნული ლიდერობა დაკარგა, რადგან ამასობაში მას გამოცდილი ვლადიმერ კრამნიკი წამოეწია და ლიდერობაში შეუამხანაგდა.
პირველ ტურში არკადი ნაიდიჩისთან წაგების შემდეგ კრამნიკმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნესიპიანუსთან ერთად სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ფაბიანო კარუანა (აშშ) - არკადი ნაიდიჩი (გერმანია) 1-0
ჰოუ იფანი (ჩინეთი) - უესლი სო (აშშ) 0.5-0.5
იან ნეპომნიაშჩი (რუსეთი) - ლივიუ-დიტერ ნესიპიანუ (გერმანია) 0.5-0.5
გეორგ მაიერი (გერმანია) - ვლადიმერ კრამნიკი (რუსეთი ) 0-1
მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი
კრამნიკი - კარუანა
ნესიპიანუ - მაიერი
სო - ნეპომნიაშჩი
ნაიდიჩი - იფანი
სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ
1-2. ნესიპიანუ, კრამნიკი - 3-3 ქულა
3. კარუანა - 2.5
4. ნაიდიჩი - 2
5-7. ნეპომნიაშჩი, სო, ჰოუ იფანი - 1.5-1.5
8. მაიერი - 1