როგორც playersagency.wordpress.com იუწყება, ფოთის “კოლხეთის” შემადგენლობაში 22 წლის უკრაინელი ნიკიტა პოპულიახი ითამაშებს.
ნიკიტა ათი დღის განმავლობაში მარტვილის “მერანში” ვარჯიშობდა, თუმცა კლუბთან შეთანხმებას ვერ მიაღწია და “კოლხეთში” გადასვლა გადაწყვიტა.
პოლულიახს უკრაინის 16, 17, 18 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. დონეცკის “მეტალურგის” ყოფილი წევრი ბოლო დროს განათხოვრების წესით ალჩევკის “სტალში” ასპარეზობდა.