ქალ მოჭადრაკეთა შორის რაპიდში გრან პრის მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ ტურნირის მონაწილე სპორტსმენები დღეს ბლიცში „საქართველოს გრან პრის გათამაშება 2015“-ის მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ასპარეზობას ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე უმასპინძლებს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 500 ლარია, რომელიც საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე გადანაწილდება: I – 250, II – 150, III – 100.
თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში მოჭადრაკეებისთვის ადგილები დაგროვილი კოეფიციენტების მიხედვით დალაგდება, ხოლო პრიზები თანაბრად გაიყოფა.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ჩატარდება. ყველა ტური დღეს გაიმართება.