ფეხბურთი

11:00 | 3.07.2015 | ნანახია 3460 - ჯერ

კახი კაჭარავა: “ასეთ შედეგს არავინ ელოდა”

“ცხინვალის” მთავარი მწვრთნელი კახი კაჭარავა “ბოტოშანთან” ფრედ (1:1) დასრულებული ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩით კმაყოფილია.

“მეტოქეს ძლიერი გუნდი ჰყავს. ვაღიარებთ, იღბალი ჩვენ მხარეს გახლდათ და ვიცით, რომ საქართველოში რთული მატჩი გველოდება. არავინ ელოდა ბოტოშანში თუ ფრეს (1:1) ვითამაშებდით. შედეგით ძალიან ბედნიერი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის მიწურულს გამოუცდელმა ფეხბურთელებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს. განმეორებით შეხვედრაშიც იგივე ტაქტიკას გამოვიყენებთ. გვაქვს სტრატეგია თამაშის, რომელიც მომავალზეა გათვლილი.” –ციტირებს კაჭარავას სიტყვებს botosaninews.ro.

“ბოტოშანმა” და “ცხინვალმა” ევროტურნირებზე პირველი შეხვედრა ჩაატარეს და გამარჯვებულის ვინაობა ვერ გამოვლინდა. მატჩში ანგარიში პეტრე-დანიელ ივანოვიჩმა 21-ე წუთზე გახსნა, ხოლო წონასწორობა ნიკა კაჭარავამ 46-ე წუთზე აღადგინა.

საპასუხო თამაში თბილისში 9 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:29 | 03.07.2015
metrostar (1954)

მიუხედავად შედეგისა სამარცხვინო თამაში აჩვენა ცხინვალმა. ესე ფეხბურთს არავინ აღარ თამაშობს! ეს ჩემი პირადი აზრია და არავიზე ნაკლებად არ ვქომაგობ და მიხარია ჩვენების წარმატება, მაგრამ როცა ესეთ თამაშს ვუყურებ, უბრალოდ სირცხვილია, შეიძლება მაგრა გჯობდეს მეტოქე მაგრამ ეს იყო სამარცხვინო სტილი თამაშის. ბოტოსანი კი არის უკეთესი გუნდი მაგრამ ვინც ნახა თამაში ალბათ დამეთანხმება რო სასწაულად უმართლებდა ცხინვალს, 10-1 შეილება ყოფილიყო თავისუფლად!

13:01 | 03.07.2015
BEERTRANCE (97819)

იმედია საპასუხო თამაშიც საჩვენოდ დასრულდება.

12:16 | 03.07.2015
XaLaLa (284)

ცხინვალი ბიტოშანზე ძლიერი რატოა? ვერ ნახე რას თამაშობდნენ და რას დარბოდნენ? მარა 1-1 კაი შედეგია, აქ მაგრად უნდა ვეთამაშოთ, მთავარია ბურთზე კონტროლი არ დაკარგონ აქაც ბიჭებმა და ყველაფერი კარგად იქნება, გავალთ შემდეგ ეტაპზე...

11:23 | 03.07.2015
texaseli (288)

იქნებ ამიხსნას ვინმემ ბოტოშანი ძლიერი რითია ყველაზე სუსტია უკეთეს ვერც ინატრებდა კაცი ცხვინვალი აჭრილი რომ არ ყოფილიყო უფრო ალბათ ფსიქოლოგიური მდგომარეობით ახალი ფეხბურთელები შეუთამაშებლობა გამოუცდელობა და გუნდი მხოლოდ იგერიებდა ბურთს უმისამართოდ წესიერი გუნდი ამ შანს გამოიყენებდა და აქვე დაამთავრებდა ყველაფერს. ზედმეტად იზღვევს თავს კაჭარავა ვალდებულია ცხინვალი ეს ეტაპი გაიაროს

11:29 | 03.07.2015
chesniakov (7)

ვალდებული რატოა ?

13:30 | 03.07.2015
shalva (2637)

რატოა ვითომ ვალდებული ცხინვალი რომ ბოტოშანს გასცდეს? ძალიან კარგი ფეხბურთელები და მათ შორის ლეგიონერები ყავს ბოტოშანს, და რუმინეთის ჩემპიონატი საქართველოსას რომ ჯობია მაგას არ უნდა ლაპარაკი.

11:21 | 03.07.2015
echviani (1657)

მაგრი შედეგია. ოღონდ აქ რომ იმათ გაუმერთლოთ გოლში, მაშინ დაგვენძრა.

11:06 | 03.07.2015
მადრიდისტა (17021)

ბრავო ცხინვალს მშვენეირი შედეგი დადო..შეცდომები იყო რათქმაუნდა, მაგრამ ეს უფრო სასტარტო მღელვარების და გამოუცდელობის ბრალია...იმედია მომდევო თამაში უფრო გააზრებულად და მშვიდად ითამაშებენ..კარგი გუნდია და ეს ბოტასი არაა დაუძლეველი ძალა.

0.156965